სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება

0
153

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრის ჩათვლით კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://ncdc.ge/…

წინა სტატიაქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში,   არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების, საჯარო განხილვა გაიმართა
შემდეგი სტატია24 საათიანი წყალმომარაგებით ბოლნისი და მიმდებარე სოფლები ისარგებლებენ