16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის რეაგირების მექანიზმებზე და აღნიშნულ საკითხთან სახალხო დამცველის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. კამპანიის ფარგლებში მარიამ გვიდიანმა საჯაროდ განიხილა ძალადობის სხვადასხვა დეფინიცია, მსხვერპლის რისკები, დამცავი მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
პოპულარული სიახლეები
ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანია,...