2022 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშო, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახორციელებს მორიგ საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიალს. ბოლნისის ეპარქიის მეუფე ეფრემის ლოცვა- კურთხევით ჯვრისწერის ცერემონია გაიმართება ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში. წყვილებმა მოგვმართეთ ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშოს წარმომადგენლობაში (დროებითი მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური). არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრამდე, მისამართზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სულხან – საბა ორბელიანის ქ. N106. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ: 599 859 851; 599 859 855; წყვილებმა უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, 2 ფოტო -სურათი (3X4); განცხადებას დანართად ერთვის აპლიკაცია, რომელიც უნდა შეავსოთ და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ninodanelia778@gmail.com ან პირადად ხელზე მოგვაწოდოთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ცერემონიას ორგანიზებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის ეპარქიის სადროშო – საკონტაქტო პირები: ჯვრისწერის სამსახურის უფროსი ნინო დანელია და ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის იურიდიული სამსახურის უფროსი ანა ხომასურიძე. p.S. ჯვარდასაწერი წყვილები და მათი მეჯვარეები უნდა იყვნენ მონათლული, თუ მათ შორის არ იქნება რომელიმე წყვილი მონათლული, იქვე მოხდება ჯერ განათვლა და შემდეგ ჯვრისწერის ცერემონია. წყვილებს საჩუქრად გადაეცემათ ოჯახის სიწმინდის ხატი, სანთლები და ჯვრისწერის მოწმობა.