საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა

0
76

ფაიზერის ვაქცინით აცრილთათვის ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით უნდა მოხდეს, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/ ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს . COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

წინა სტატიაბოლნისის ახალი მუზეუმი ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″-ის ფინალურ ნომინანტად დასახელდა!
შემდეგი სტატია„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს