საქართველოში გლოვის დღეა – ქვეყანა, ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა, ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარი და თანადგომა ბოლნისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა გამოხატეს. ღვთისმშობლის შობის სახელობის ნიშთან გვირგვინი მიიტანეს, მიმდებარე ტერიტორია შავი ლენტებით შეამკეს, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა კი პანაშვიდი გადაიხადა.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.