საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა

0
145

ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ისეთი აგროდრონები, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია

ხოლო საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას

აგროდრონების შეძენისა და მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა.

გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

წინა სტატიასოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე იზრდება
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალური ჩვენებით მოუწევთ