„ლექსებით აგიხსნით სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი“ – ამ ღონისძიებით, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადებიდან 90 და, აღსაყდრებიდან 45 წლისთავი აღნიშნა. შემოქმედებითი საღამო ბოლნელი ეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიმართა, სადაც სასულიერო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი „თამარიონი“, სუხიშვილების მოცეკვავეები და სალომე წიქორიძე.
ლიტერატურული კომპოზიცია ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც უწმინდესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მძიმე გზა, მოზარდებმა ლექსით, ქორეოგრაფიით, სიმღერითა და გალობით შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს კი, მამა პეტრე კვარაცხელიამ საქართველოს მწყემსმთავარს მადლობა გადაუხადა და პატარა ჩოხოსნებმა, სცენაზე ქართული დროშაც გაშალეს.