ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

სასკოლო პროექტი „დიდგორელი“ ბოლნისში მეორედ ტარდება

სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსი „დიდგორელი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ ტარდება. ისტორიის კონკურსმა მოსწავლე-ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია, პირველ საჯარო სკოლაში გამართული შესარჩევი ტურის მეორე ეტაპზე 204 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ქულათა დაჯამებით, გამოვლინდებიან შემდეგი ეტაპის კონკურსანტები.

„დიდგორელი“ – უნიკალური საკონკურსო პროექტია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების ფაქტობრივ ცოდნას, არამედ წარსულის ღრმად გააზრებას და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, რასაც მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული საგანმანათლებლო რესურსის შესწავლის საფუძველზე აღწევენ. ისინი კითხულობენ ქართველი კლასიკოსების უკვდავ ნაწარმოებებს,  აანალიზიბენ და აკავშირებენ ისტორიულ წარსულთან. პროექტი თავისი ფორმატით და შინაარსით  მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.

სასკოლო კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს თეთრიწყაროში ჩაეყარა და დღეს უკვე ცხრა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ის „არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები