სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა.
ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ტაძარში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მივიდნენ
სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გმირების გადასვენება მოხდება , ისინი საგვარეულო სასაფლაოზე დაიკრძალებიან.