სამდღიანი  გამწვანების აქცია ,,მომავლის ბაღში’’

0
193

წითელი ტყემალი, აკაცია, იფანი, ქართული მუხა, რამდენიმე სახეობა ქლიავი, წიწვოვანი ხეები – ეს იმ ჯიშების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს გამწვანების სამსახურმა, ,,მომავლის ბაღის’’ ტერიტორიაზე დარგო. საშემოდგომო სამდღიანი აქციის ფარგლებში, 1000-მდე ნერგის დარგვაში მონაწილეობა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან  ერთად, მიიღო.

სამდღიანი აქციის ფარგლებში, ჯამში 1050 ხე დაირგო.   აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება, რომელიც ნერგების გახარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე წელიწადში კი ბოლნისს, კიდევ ერთი  მოსასვენებელი ლოკაცია, წიწვოვანი და ფოთლოვანი  მომავლის ბაღი  ექნება.

წინა სტატიაწინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა