საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

0
107

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა სოფელებში ძველი ქვეში, სოფელი ბოლნისი და ქვემო ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველოს’’ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც გამოიკვეთა ის საჭიროებები რაც აწუხებს მოსახლეობას.

ძველი ქვეშში მოსახლეობა არსებული სარიტუალო მომსახურეობის სახლის გაფართოებას და შერემონტებას ითხოვს.

სოფელ ბოლნისში გამოიკვეთა რამოდენიმე საჭიროება.

. სარწყავი და სასმელი წყლის საკითხი.

ამასთან დაკავშირებით დადებულია ხელშეკრულება და საპროექტო სამუშაოებიც დასრულებულია, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოუგვარდება სოფელს.

საცხოვრებელი სახლების გადახურვის საკითხი.

ქვემო ბოლნისში მოსახლეობა საჭიროებს რამოდენიმე საკითხის მოგვარებას:

სოფელში სანიაღვრე არხის მოწესრიგება.

სოფელში შესასვლელი გზის მოასფალტება.

სოფელში არსებული სარიტუალო მომსახურების სახლის ინვენტარით უზრუნველყოფა.

სოფელი საჭიროებს საბავშვო ბაღს რომლის მშენებლობაც იგეგმება მთავრობის მხარდაჭერით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ადგილზე გაეცნობიან მათ საჭიროებებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილავენ, რათა დროულად იქნეს მოგვარებული ადგილობრივების ყველა საჭიროება.

 

 

 

 

 

წინა სტატიასოფელ რაჭისუბანში დასუფთავების აქცია მოეწყო
შემდეგი სტატიალეილა სილაგაძემ საჯარო სექტორში 50 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ