„აღმოაჩინე ქვემო ქართლი“-ს ფარგლებში, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, გიდებისა და ტუროპერატორებისთვის, საინფორმაციო ტური მოეწყო, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის ღორსშესანიშნაობებს მოიცავდა. ტურში მონაწილე საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებმა და ტუროპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ადგილზე დაათვალიერეს დმანისისა და ბოლნისის ისტორიული ძეგლები. ბოლნისის ახალი მუზეუმი და ქართულ-გერმანული ღვინის სახლი.
აღნიშნული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ბოლნისის და დმანისის მერების მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მხარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ვიზიტორთა ახალი ნაკადების მოზიდვას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.