29 აპრილს საერთაშორისო არასამთავრობო ასოციაცია “მერსი ქორფსის” წარმომადგენლობამ საქართველოში, აიპ ბოლნისის კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილებასთან თანამშრომლობით, ტალავერის სათემოში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარების“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის პრეზენტაცია, დეტალურად მიმოიხილეს დაგეგმილი აქტივობები.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც
ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების
თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის
საერთაშორისო ფონდი.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა
და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების
მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე,
მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა და
უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება.
პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის
მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს
ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
გეორგრაფიული არეალი
ქვემო ქართლი – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი- ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი- გორი, ქარელი, კასპი მცხეთა-მთიანეთი -მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
სამიზნე ჯგუფი
პროექტის სამიზნე არეალებში მცხოვრები, 18-35 წლის, მეწარმეობით დაინტერესებული
პირები, მოქმედი ან დამწყები მეწარმეები.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების
წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა
შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული
სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტის შედეგი
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მონაწილეობისა და მათი კეთილდღეობის
ხელშეწყობა სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ახალგაზრდული საწარმოების მხარდაჭერის შედეგად.
შედეგი 1. გაძლიერებული უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები მეწარმეობის სფეროში.
შედეგი 2. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, ბიზნესის
განვითარების სერვისებზე და საბაზრო კავშირებზე.
შედეგი 3. ახალგაზრდების მიერ მართული და ახლად შექმნილი საწარმოებისათვის გენდერული
ჩართულობის და შესაბამისი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა.
*პოექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაციის ბოლო
ვადაა 31 მაისი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi