დღეს ქალაქ ბოლნისში, საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ კამპანიის ,,შენი ცხოვრება სავით მართე ავტომობილი“ ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდებისთვის, საგანმანათლებლო სემინარი ,,საავტომობილო მოძრაობის საგზაო უსაფრთხოება“ ჩაატარა, რომელსაც საქართველოს დამსახურებული ვეტერანი მრბოლელი ზურა ბეჟაშვილი უძღვებოდა. სემინარის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც მოეწყო შესაბამისი გარემო. აქტივობა სანახაობრივადაც ძალიან ლამაზი იყო, რადგან წარმოდგენილი იყო ქალ ავტომრბოლელების ავტოპარკი.