საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა

0
230

საბიბლიოთეკო კვირეული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა მწერლის გვანცა გუბელაძის შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა.

საბას დარბაზში, ახალგაზრდა ავტორმა წიგნის პრეზენტაციამდე, მკითხველს იმ განვლილ ლიტერატურულ გზაზე უამბო, რომელიც პირველად მარცხით დაიწყო, თუმცა დღემდე სიყვარულით და დიდი პოპულარობით მოვიდა.

გვანცა გუბელაძე „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულია. „შულამელი გოგონები“ მკითხველში დიდ ინტერესს იწვევს, სადაც 3 სხვადასხვა ეპოქის ქალის სტიგმებზე და სტერეოტიპებზეა საუბარი.

საბიბლიოთეკო კვირეული 2 მაისს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა, რომელშიც ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკა სხვადასხვა ღონისძიებებითა და აქტივობებით.

წინა სტატიამართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაშემეცნებითი ხასიათის სპექტაკლებს, ბოლნისის თოჯინების თეატრი, მიმდინარე თვის ყოველ პარასკევს გამართავს