საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მორიგი აქტივობები ჩატარდა სოფელი ტანძიის, ბალიჭისა და სოფელი ბოლნისის ბიბლიოთეკებში.
სოფელი ტანძიის ბიბლიოთეკის მკითხველებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სოფელი ბალიჭის ბიბლიოთეკაში გაიმართა თემატური საღამო – „ჩემი სამშობლო“, ხოლო სოფელი ბოლნისის ბიბლიოთეკაში მკითხველებმა წაიკითხეს ლექსები ქართველი და სომეხი მწერლების პოეტური შემოქმედებიდან.
საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალი ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ ასოციაციისგან 2021-2022 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.
2 მაისიდან კი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში, ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.