სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 17 იანვარს დაიწყება. დეკემბრის თვეში საბავშვო ბაღებისთვის რეგულაციები ნაწილობრივ შეიცვალა და წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა ბაღების შემთხვევაშიც ამოქმედდა. რაც შეეხება ბაღის გაცდენებს, პანდემიიდან გამომდინარე გაცდენა საპატიოდ ითვლება და აღსაზრდელი ბაღიდან აღარ ირიცხება.
ხუთი ძირითადი რეგულაცია, რომელიც ბაღებმა უნდა დაიცვან:
1. არ დავუშვათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს დაწესებულების თანამშრომლის მიერ.
2.დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმო სკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე ბავშვებისა და მათი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით.
3. თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას 15 წუთიან შუალედში
4.დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში მისვლამდე, აღმზრდელს არანაკლებ ათი წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად.
5 უზრუნველყავით ბავშვებისთვის სამუშაო რესურსის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი, აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა.