[:en]საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, სასურსათო პროდუქტები, რეგულარულად მიეწოდებათ[:]

0
69
[:en]

მსოფლიო პანდემიის, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებები უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია. აღსაზრდელებიც და   ბაღების პერსონალიც,   სახელმწიფო რეგულაციებს ემორჩილებიან და სახლში რჩებიან. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1300  აღსაზრდელს  ერთი თვის მარაგი,  70 ლარის ღირებულების, არა მალფუჭებადი პროდუქტები  გადაეცემათ.   სასურსათო პაკეტების გაცემა  მოხდება  ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით.  პროდუქტების დარიგება დაწყებულია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახში მიიტანა.   შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებიდან არსებული მარაგების გაცემა უკვე განხორციელდა.

[:]
წინა სტატია[:en]აზერბაიჯანის საელჩომ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა[:]
შემდეგი სტატია[:en]გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ