მიმდინარე 2024 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სპორტული მიღწევების მხრივ, წარმატებული აღმოჩნდა. გვყავს არაერთი ადგილობრივი, საერთაშორისო და მსოფლიო პრიზიორი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქვეყნის, რეგიონისა და ჩვენი ქალაქის სახელი არა ერთხელ გაჟღერდა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე. მიმდინარე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად ლომსაძის წარმატებულმა ასპარეზობამ და მოპოვებულმა მეორე ადგილმა, ბოლნისი კიდევ ერთხელ ასახელა.
ზვიად ლომსაძის გამარჯვება, მსოფლიო მოქმედი პრიზიორის ტიტული, დიდი შრომის შედეგია, ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო დიდ და ამბიციურ მიზნებს ჩაუყარა საფუძველი. მოქმედი პრიზიორი გვიყვება, რომ არა მერიის თანადგომა, აღნიშნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა შეუძლებელი იქნებოდა.
ცხოვრების ჯანსაღი, სპორტული წესის პროპაგანდისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტის სახეობა ფუნქციონირებს, ამ მიმართულების სწორი მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი თაობების ჯანსაღი ფორმირებისთვის. მერიაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებული სპორტსმენებისთვის ფულადი წახალისების სხვადასხვა პროგრამები ფუნქციონირებს.
მიმდინარე წელი იმითაცაა გამორჩეული, რომ გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე, რაც სპორტული მიღწევებისთვის კიდევ უფრო დიდი გარანტია. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში ყველა სპორტული სექცია არის სრულიად უფასო.