რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

0
71

რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წინა სტატიაღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
შემდეგი სტატიასოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს