პროექტის „ჯანმრთელობის ელჩების“ დასკვნითი ეტაპი  გაიმართა

0
239

სასკოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში „ჯანმრთელობის ელჩების“ დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებამდე, ერთი თვის მანძილზე, მონაწილეებმა გაიარეს საინფორმაციო შეხვედრები „ჯანსაღი და არაჯანსაღი“ კვების შესახებ. ინფორმაციის სახით მიიღეს რჩევები,  თუ რა გავლენას ახდენს სწორი კვება ადამიანზე და რამდენია დღიური დასაშვები კალორია ზრდასრულსა და მოზარდ ადამიანზე. პროექტი „ჯანმრთელობის ელჩები“ ახალგაზრდული იდეის მიერაა დაფინანსებული და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი კვების შესახებ. სასკოლო პროექტში მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლა  ,,დავითიანი’’ ჩაერთო. მათ, დასკვნით ეტაპზე სპეციალურად ჟიურისთვის, მოაწყვეს საჩვენებელი სერია ჯანსაღი და ბიო ლანჩბოქსის აწყობაზე.

წინა სტატიაუცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს ზოგადი განათლება, უმაღლესში სწავლა ეროვნული გამოცდების გარეშე შეეძლებათ
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბოლნისში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ