პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.

0
186

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.

DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. კლინიკა პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს – როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. VIP პალატის ან აყვანილი ექიმის ჰონორარი.

ყველა პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს.

DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული და ეფექტური მეთოდია და მისი საშუალებით, ხელმისაწვდომია ხარისხიანი მკურნალობა ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 15 05

წინა სტატიაIX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყო
შემდეგი სტატიაგამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა