კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
HomeTVორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას, ორგანიზაციის მიზნებზე, ამოცანებზე და უახლოეს გეგმებზე პრეზენტაცია შესთავაზეს. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილესთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“  ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს და გენერალთა კლუბის ინიციატივით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური, სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და ეროვნული უსაფრთხოების დაცვას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები