,,ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი, თუმცა ის საშიშ ვირუსად რჩება

0
145

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი, თუმცა ის საშიშ ვირუსად რჩება, განსაკუთრებით არავაქცინირებულებისთვის.

მისი თქმით, 90-ზე მეტმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია, ხოლო აფრიკაში, მოსახლეობის 85%-ზე მეტს ჯერ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.

„ამ ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამდენი ადამიანი არავაქცინირებული რჩება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

წინა სტატიასაბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 იანვარს განახლდება
შემდეგი სტატიაესეების კონკურსში მეორე ადგილი ბოლნისელმა მოსწავლემ დაიკავა