“ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის, მაგრამ 3-ჯერ ზრდის რეინფიცირების რისკს – ამირან გამყრელიძე

0
104

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.

მისივე თქმით, ახალი შტამის მთავარი მახასიათებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები სამჯერაა გაზრდილი. 

“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, “ომიკრონს” აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,”- აცხადებს გამყრელიძე. 

წინა სტატიასაქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაგაუქმდება თუ არა ე.წ. უფასო ფაკულტეტები – განათლების მინისტრის განმარტება