შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოება,,მხატვრების ფერები მშვიდობისთვის მსოფლიოში“ ნონა პაპაშვილის საზოგადოებრივი წარმატება საერთაშორისო ხელოვნების კონკურსში

,,მხატვრების ფერები მშვიდობისთვის მსოფლიოში“ ნონა პაპაშვილის საზოგადოებრივი წარმატება საერთაშორისო ხელოვნების კონკურსში

2023 წლის  საუკეთესო არტისტის საერთაშორისო ჯილდო, ბოლნისის მკვიდრს, უნიჭიერეს ხელოვანს, ნონა პაპაშვილს იტალიაში, საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაზე, მიენიჭა, სადაც მისი  ორი ნამუშევარია წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან 10  სექტემბრამდე, სიცილიაში, ქალაქ მონტერესო ალმოში, მიმდინარეობს საერთაშორისო ხელოვნების კონკურსი  სახელწოდებით ,,მხატვრების ფერები მშვიდობისთვის მსოფლიოში’’, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა,  სადაც სტუმრებსა და ხელოვანებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ,  შემდეგი შეფასებით: 

,,აღიარება მხატვრულ საქმიანობაში აღმოაჩენს კვლევის მკაცრ დონეს, რომელიც მიმართულია ფერწერული ინოვაციებისკენ. მაესტრომ აჩვენა სასიცოცხლო ესთეტიკა დიდ საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობით და  დაიმსახურა, სხვადასხვა ჟიურისგან  სახელწოდება  ,,ბრწყინვალე არტისტი“.   ფერწერულმა ბრწყინვალებამ საშუალება მისცა მას, გაეხსნა ახალი მხატვრული ჰორიზონტები, რომლებიც სცილდება ჩვენი დროის ცოცხალი მხატვრული დისციპლინების საზღვრებს.’’

ამავე გამოფენაზე ნონას, კიდევ ერთი ,, მსოფლიოში მშვიდობის  კავალერის საპატიო წოდება’’,  ლიბერიის ელჩის გრანდმასტერის,   დოქტორ რიკარდო მილიჩის მიერ მიენიჭა.

ნონას ხელნაკეთმა ,,ვარდები“ კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურსზე,  ლონდონი,   Golden time talent Grand Final Art 3   პირველი ადგილი და ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

გაზეთი ბოლნისი ულოცავს ნონა პაპაშვილს იმ წარმატებების ნუსხას, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ,  სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე ანიჭებენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები