პარასკევი, თებერვალი 14, 2025
spot_img
Homeსხვადასხვამწვანე ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები

მწვანე ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები

ოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო (Nezara viridula L) წარმოადგენს მრავალი მცენარეული კულტურის მავნებელს. საქართველოში ეს მწერი დიდი ხანია გავრცელებულია, მაგრამ ინფორმაცია მისი მავნებლობის შესახებ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, მეცნიერებისათვის და მოსახლეობისათვის, ამ დრომდე ნაკლებად იყო ცნობილი.  როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანა გავრცელდა, მოსახლეობას ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო აზიური ფაროსანა ეგონა, იმიტომ რომ  ეს ორი სახეობა ერთი და იგივე ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა არსებობს ფერში და  აგებულებაში განსხვავება.

 რა ღონისძიებები ტარდება და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას, ამ საკითზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური საამმართველოს ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარი ლია ბეჟანიშვილი გვესაუბრება:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აზიური ფაროსანას  აღმომჩენი დამაგრებული ფერომონების განახლება, რომლის მეშვეობითაც, მხოლოდ სოფელ ფოლადაურში და დაბა კაზრეთში აღმოჩნდა აზიური ფაროსანა, ისიც მცირე რაოდენობით.  ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა ე.წ. მწვანე ფაროსანა, ბოსტნეულ კულტურებს ძალიან აზიანებს,   განსაკუთრებით პომიდორს, ჩხვლეტს თავისი პირის აპარატით, შიგ უშვებს ნერწყვს, რის შედეგადაც, ის ადგილი თეთრდება და პროდუქტს  კვებითი ღირებულებაც და შესახედაობაც ეკარგება. ასევე იგი აზიანებს ყველა მწიფე ხილსაც და ბოსტნეულსაც, რაც ჩვენს ბაღებში დამწიფდება.

-რატომ არ ხდება  მწვანე ფაროსანას წამლობა?

-მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მავნებელი დააზიანებს  მის მოსავალს, საქმე იმაშია, რომ აზიური ფაროსანას მოსპობა, მისი ბიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ძალიან რთული. მწერის გარეკანი არის უხეში და  სჭირდება ძლიერი წამლობები. საბედნიეროდ, ის ფაროსანა, რომელიც  ჩვენს ბაღებში და ბოსტნებში არის გავრცელებული, მისი ზედა კანის საფარველი  თხელია, ამიტომ მისი მოსპობა ნებისმიერი ინსექტიციდით შეიძლება, რომელიც შეგიძლია იყიდოთ შხამქიმიკატების მაღაზიაში,  ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ ვარგისიანობის ვადაზე,  ნახეთ საიდან გისხამთ გამყიდველი წამალს  დამხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის ოფისს, მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები