ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024
spot_img

მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში?

მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში? – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კოვიდის მომდევნო ტალღის მოლოდინი გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს. მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება, როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა:

“ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი. ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით, მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა. კიდევ ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემების იქნება ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები