გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური სოფელი ტანძია ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და თვალსაჩინო ლოკაცია გახდება, აქ მალე ტურისტულ-სამეწარმეო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე ეკონომიკის გაძლიერებას, მეწარმეობის განვითარებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმს დღეს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში (WNDP) ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში სოფელ ტანძიაში ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მოეწყობა სხვადასხვა ობიექტები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ახალი ინიციატივის მიზანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში განხორციელდება.
რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მასშტაბური პროგრამა საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების ხელშეწყობით ხორციელდება, ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი შედეგებით ადგილობრივი მცხოვრებლები, ბიზნესმენები და სათემო გაერთიანებები ისარგებლებენ.
[:]