ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს. 280 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტით, ეწყობა გრიგოლ რობაქიძის ქუჩა, სადაც ქვაფენილთან ერთად, განხორციელდა ფასადებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია. თითოეული სახლის ფასადი, შეკეთებასთან ერთად, რამდენიმე ფერში შეიღება, რაც ქუჩას განსაკუთრებულ იერს სძენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 555000 (ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარამდეა. სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მ.შ. ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.