პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა,

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული უძღვებოდა.

სხდომაზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასში კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ, სადაც მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები