სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს ზეიმობს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.ბოლნისის, ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წირვა-ლოცვა აღავლინა, მრევლს ამ დღის მნიშვნელობაზე და მოციქულთა ღვაწლზე ესაუბრა.
,,ყველას მინდა მოგილოცოთ ჩვენი დიდი დღესასწაული, პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენება, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლნისელებისთვის, იმიტომ, რომ ბოლნისის თავზე, წმ. ელიას მთაზე აღმართულია უდიდესი, უბრწყინვალესი ტაძარი, პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის, ამიტომაც დღეს ბოლნისში დღესასწაულია, გეწეოდეთ მისი ძალა და მადლი, მისი ღირსეული მიმდევრები ყოფილიყავით რწმენით, უფლისა და ერთმანეთის სიყვარულით. გაიხარეთ, მრავალს დაესწარით,“განაცხადა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.
სამეუფეო წირვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა პეტრე-პავლობის დღესასწაული მივულოცო. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოწამეობრივი ღვაწლით გამოირჩევიან , ისინი არიან მაგალითი ადამიანის თავდადებული სარწმუნოებისა და სიყვარულისა. ყველა ჩვენს მოქალაქეს მთელი გულით ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მინდა ვუსურვო,“აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს, რომლებსაც თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები