ხუთშაბათი, დეკემბერი 12, 2024
spot_img

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 699, იმერეთში – 658, შიდა ქართლში – 312

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა – 239, იმერეთი – 658, ქვემო ქართლი – 215, შიდა ქართლი – 312, გურია – 158, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 301, კახეთი – 170, მცხეთა-მთიანეთი – 131, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999   ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 360, აჭარაში – 511, იმერეთში – 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 124, იმერეთში – 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი,  მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 38, იმერეთში – 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 265 – აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები