მაშინ, როცა შუაღამეა და ქალაქს სძინავს არიან ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ და სამუშაოდ მიდიან, გათენებას და მზის ამოსვლას კი უკვე დაღლილები, ქუჩაში ხვდებიან.
ბოლნისის სისუფთავეზე კომუნალური მეურნეობის სამსახურის 85-მდე მეეზოვე ზრუნავს. ისინი დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ მათი სამუშაო ტერიტორია სუფთა და სანიმუშო იყოს. როგორც თავად ამბობენ ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღებას ყოველთვის გრძნობენ, სამსახურმა ტრადიციას არც წელს უღალატა, თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.
ეკატერინა თათაროვა – მეეზოვე:
12 წლის ვიყავი მეეზოვედ რომ დავიწყე მუშაობა დედასთან ერთად. წლები გავიდა და ასე შემოვრჩი უკვე 25 წელია. ძალიან სასიხარულოა, როცა შენს შრომას აფასებენ, ადამიანების გახარება მცირე საჩუქარსაც შეუძლია, ნობათი კი, რომელსაც ყოველწლიურად გადმოგვცემენ, საახალწლო სუფრისთვის გვადგება, ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს.