კომპანია ,,არემჯი’’ გარემოსდაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების ვალდებულებებს მასშტაბური პროექტებით პასუხობს, რომელიც რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების შემცირებასა და აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობს. მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად უწევს. განხორციელებული პროექტები მინისტრმა ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულა და ვალდებულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაფასა.
კომპანიამ მეოთხე სანაყაროზე წყლის შემკრები ნაგებობა დაამონტაჟა, სადაც ფუჭი ქანებიდან ჩამოჟონილი წყლები არა მდინარეებში, არამდე ნაგებობაში თავსდება. სანაყაროებზე კი სარეკულტივაციო სამუშაოები ხორციელდება,იმისთვის რომ ნიადაგის საფარის აღდგენა და გამწვანება მოხდეს, დატერასდა ტერიტორია, მოხდა ქანების შემცველობის შესწავლა, რის შემდეგაც მეორე სანაყაროზე, კუდასაცავსა და ტუფის კარიერზე ჰიდროთესვა განხორციელდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში გარემოსდაცვის კუთხით სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, როგორც საწარმოს ტერიტორიაზე ისე მის ფარგლებს გარეთ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მტვრის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ,,არემჯიმ“ საწარმოო უბანში რამდენიმე მტვერდამჭერი მოწყობილობა დაამონტაჟა, ასევე მუდმივად მიმდინარეობს როგორც დაბის, ისე კომპანიის ტერიტორიის მორწყვა.