„კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის”-პროექტის ფარგლებში ბოლნისში საჯარო განხილვა მოეწყო

0
81

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების CIZ მიერ დაფინანსებული პროექტის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ყოფილი კინო-კლუბის დემონტაჟს და გარდაქმნას,  ასევე, სოფელ ჯავშანიანში ყოფილი სკოლის დემონტაჟს. კონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მიზანია განსაზღვროს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ყოფილი კინო-კლუბის დანიშნულება ფუნქციურ, სტრუქტურულ და არქიტექტურულ ჭრილში.

საჯარო შეხვედრას სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და მოწვეული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

წინა სტატია„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია
შემდეგი სტატია“ბოლნისის რესურსების რუკა”-პროექტის ფარგლებში ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდა