„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ზურა ალხანიშვილი უძღვებოდა და მონაწილეების მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. კამპანია ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მიზანია, მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალურ და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიწოდება. სოფელ ნახიდურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სოფელ ტალავერში კი ვაქცინაციის მსურველი მოსახლეობა აიცრა.