კამერული ორკესტრის საღამო  ბოლნისში

0
73

კომპოზიტორ ლევან ქუქჩიშვილის ინიციატივით, ბოლნისში კამერული ორკესტრის საღამო გაიმართა. კულტურის სახლის სცენაზე ცნობილი კომპოზიტორების, კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებს, ქალაქ თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლის „ბიგ ბენდი 19“-ი და ბავშვთა კამერული ანსამბლი ასრულებდა. საათნახევარიან რეპერტუარში, ნორჩმა მუსიკოსებმა სიურპრიზად ლევან ქუქჩიშვილის ნაწარმოებიც შეასრულეს.

ღონისძიება ბოლნისის მერიისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით და ორგანიზებით გაიმართა.

კამერული ორკესტრის საღამომ ბოლნისში სრული ანშლაგით ჩაიარა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისოპოსი მეუფე ეფრემი ესწრებოდნენ.

წინა სტატიაგაიცანით ახალგაზრდა პედაგოგი თბილისიდან ლაურა მარიტა გოტიაშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ