23 ოქტომბერს ბოლნისს საქართველოს დამსახურებული არტისტი ირმა სოხაძე სტუმრობდა. ყველასათვის საყვარელ მომღერალს ბოლნისის სასაულიერო სკოლამ უმასპინძლა. კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელსაც საზოგადოების მცირე ნაწილი ესწრებოდა, რამაც გარემო კიდევ უფრო თბილი და უშუალო გახადა. ეს იყო პატარა ზეიმი თითოეული დამსწრესთვის. ცნობილ სიმღერებს თითქმის ყველა ერთად მღეროდა ქალბატონ ირმასთან ერთად. მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა, საყვარელი მომღერლისთვის, რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს და კიდევ უფრო გაალამაზეს საღამო.
,,ულამაზესი საღამო გამოვიდა თითქმის ყველა მღეროდა და ერთობოდა, ძალიან მიხარია, რომ მცირედი სიხარული მაინც მივანიჭე მსმენელს. მიყვარს ბოლნისი და ხშირად გესტუმრებით. მადლობა ასეთი გულთბილი დავედრისთვის. მადლობა მინისტრს თეა წულუკიანს, რომ ეს ლამაზი პროექტი წამოიწყო რომელის ფარგლებშიც იმართება მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში,’’- აღნიშნა ირმა სოხაძემ.