ბოლნისის საპატიო მოქალაქე ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

0
229

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2019 წელს ილია დარჩიაშვილს ბოლნისის საპატიო წოდება მიენიჭა.

სწორედ მისი დამსახურებაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ბოლნისის კანალიზაციის სისტემის პროექტის გრანტით დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტით სხვადასხვა მიმართულებებში ინვესტიციების მოზიდვა, ბოლნისში გლობალური მასშტაბური და აქტუალური პროექტების განხორციელება.

წინა სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაწარჩინებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!