თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.გაცემული დაპირების შესაბამისად, ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე განსახლდა. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
პოპულარული სიახლეები
ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი,...