სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

ვაქცინა გიცავს!

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

,,აუცილებელია მოწოდებაც და  მაგალითის მიცემაც რაგდან თითოეული ჩვენგანი საზოგადოებისთვის  უნდა ვიყოთ უსაფრთხო, აიცერით და გაუფრთხილდით თქვენს მოხუცებს, შვილებს, ოჯახისწევრებს და თანამოქალაქეებს,“განაცხადა თამაზ ჟორჟოლიანმა.

სინოფარმით აიცრნენ  ასევე საკრებულოს დეპუტატები: დავით ჯაფარიძე და სამირა ისმაილოვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ ვაქცინაციისთვის  რეგიონულ კლინიკებს მიმართეს. „სინოფარმის“ ვაქცინა გენადი არველაძემ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გაიკეთა.

 კოვიდ საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა ,,სინოფარმი“ 35 ქვეყანაშია აღიარებული და მწარმოებლებს, სხვადასხვა ქვეყანაში , 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსურველთა რაოდენობა ბოლნისში საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად ორმოცდაათამდე მოქალაქე იცრება.

ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ booking.moh.gov.ge , ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: 15 22

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები