უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.
„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, 50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემდეგ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ერიცხებათ