განახლებული რეგიონის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 4 ლოკაციაზე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია. კერძოდ:
ქალაქ დმანისში, წინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერების რეაბილიტაცია:
ქალაქ დმანისში „თავისუფლების ხეივანის“ რეაბილიტაცია, წმინდა ნინოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევნის მოწყობის სამუშაოები:
წმინდა ნინოს ქუჩა N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი დღეს ადგილზე პირადად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დეკორატიული გარე განათება და დაირგვება მცენარეები, ტერიტორია მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, დაიდგმება საბაღე სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა პროექტით გათვალისწინებული ახალი დეკორატიული შემოღობვა, ასევე დამონტაჟდება ახალი შადრევანი.