,,დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0
115

დიდგორის ბრძოლიდან 901-ე წელი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2022“ გაიმართა. დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა: პოლკოვნიკ – ოთარ დოლიძეს;მასტერ სერჟანტს – გენრი სიმსივეს;სერჟანტ – ალექსანდრე ქოთოლაშვილს.„დიდგორობა 2022“-ის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა “ბოლნისის კულტურის ცენტრმაც” მიიღო, რომელმაც საქართველოს რამდენიმმე კუთხე წარმოადგინა მათთვის დამახასიათებელი კულინარიითა და ფოლკლორით. „1121 წელს, მეფე დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა თურქ-სელჩუკები დაამარცხეს. ეს ბრძოლა ქართველი ერის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. „ძლევაი საკვირველი“ ნათლად ადასტურებს, რომ თავისუფლების სიყვარულს, გაერთიანებული ძალებით ერთი მიზნისკენ სწრაფვას ნებისმიერი მტრის დამარცხება შეუძლია. თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წინა სტატიასოფელ არქევანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა