კვირა, თებერვალი 16, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებადაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის

დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“-იმ დღეს ქალაქ ბოლნისში პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისთვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც სემინარის დროს გაეცნენ პანდემიის პერიოდში პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევითი რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. საინფორმაციო შეხვედრას ექსპერტი თამარ თოდუა და „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენელი ნინო კაკალაშვილი უძღვებოდნენ.საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანიც ესწრებოდა.ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებს საჩუქრად პირადი ჰიგიენის საშუალებები გადაეცათ.ნინო კაკალაშვილი, „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენელი:-მსოფლიო პრობლემიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორად და მიზნობრივად დაცვა. დღევანდელ სემინარზე ახალგაზრდებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა პანდემიის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადება. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.ვალენტინა ნავერიანი, მერის მოადგილე:-მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში არა ერთი საინფორმაციო ბუკლეტი დავარიგეთ, ვთვლი, რომ დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრა დროული და საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები