ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

დაბა კაზრეთში ,,ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის’’ პროექტის ფარგლებში ღონსძიება გაიმართა

დაბა კაზრეთის ცენტრალურ პარკში, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის ფარგლებში სათემო ღონისძიება „კაზრეთობა“ გაიმართა. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა  ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თუ რას მოიცავს პროექტი და რა სამუშაოები განახორციელეს, წარადგინეს სამოქმედო გეგმა,  რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: ახალგაზრდების მონაწილეობა, მშვიდობა, უსაფრთხოება, რესურსები და გენდერული თანასწორობა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, რომლის განხორციელებასაც მომავალში საგრანტო კონკურსის ფარგლებში აპირებენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის გუნდის წევრები, სხვადასხვა სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც  რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს.

პროექტი, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით და ახორციელებენ „ქეა კავკასია“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“  ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი  საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ წარდგენისა და გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდების ჩართულობით, ღონისძიება  სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამით გაგრძელდა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები