გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შეხვედრები გაიმართება

0
176

ბოლნისის მუზეუმის გოეთეს მედიათეკის სივრცეში, გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების თემა იყო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, სადაც განიხილეს  ჩვენი ქვეყნის 1028 დღიანი დემოკრატია და  უახლესი ისტორია. შეხვედრის ფარგლებში, შეკრებილი მოსწავლეებისთვის, წარმომადგენლებმა  ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და გამოწვევებზე.

შეხვედრები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის კვლავ გაგრძელდება და იგი მნიშვნელოვან, მრავალფეროვან და საინტერესო საკითხებს მოიცავს.

წინა სტატიაგოგი მეშველიანმა დმანისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანის კითხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს