გოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს,ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვით მიმართა

0
155

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვა დაუსვა.

„ როგორც იცით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ფორმირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით და მიმდინარე წლიდან მოსაკრებელში კლების ტენდენციაა. შეიძლება ითქვას, რომ წელს წარმოდგენილი პროგნოზით , გასულ წელთან შედარებით ამ შემოსავლის მაჩვენებელი ნახევრდება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში პრაქტიკულად 11 მილიონიან დეფიციტის წარმოშობის საშიშროებას ქმნის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დეფიციტის გადაფარვის არანაირი წყარო თვითმმართველობას არ გააჩნია . მინდა გკთხოთ ბატონო გიორგი მსგავს არაორდინალურ შემთხვევებში რა მექანიზმები არსებობს წარმოდგენილ ბიუჯეტში , რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული და თუ არ არსებობს გთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს და რაღაც ერთობლივი გამოსავალი მოვიფიქროთ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით მოსაკრებლის მოცულობა მართლაც შემცირებულია და ასეთ შემთხვევაში შეეცდებიან სპეციალური ტრანსფერით შეუწყონ ბოლნისს ხელი „მართლაც მოსაკრებლების მოცულობა შემცირებულია. ამას ნაწილობრივ დააკომპენსირებს დღგ-ის ზრდა, თუმცა არ ეყოფა და ალბათ სპეციალური ტრანსფერის სახით მოგვიწევს ხელშეწყობა ბოლნისის შემთხვევაში. ამაზე განხილვებს რომ დავასრულებთ, ჩვენ ბოლნისთან გვექნება შეხვედრა,”-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

წინა სტატიადღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა
შემდეგი სტატიაკერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ლიეტუაში მიემგზავრებიან