საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი კოლეგა, ბაია კვიციანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა , სადაც სამუშაო შეხვედრა გამართეს თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს ინიციატივით განხორციელდა თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ფარგლებში. შეხვედრას უძღვება თემატური მოკვლევის წევრი ბაია კვიციანი. „მიმაჩნია, რომ მსგავსი კვლევები დაგვეხმარება საჭიროებებისა და გამოწვევების ზუსტი სურათის გამოვლენაში, რაც შემდგომში მოგვცემს შესაძლებლობას აღმოვფხვრათ არსებული სირთულეები და შევქმნათ თანაბარი გარემო პირობები.“ განაცხადა გოგი მეშველიანმა.
პოპულარული სიახლეები
ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანია,...